მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც ეფექტურ სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, მეცხრე კლასის მოსწავლეები, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად, მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი წარსულის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარება და პატრიოტ მოქალაქეთა ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო.
ბავშვებმა გაიხსენეს მწერლების ცხოვრებაზე ნასწავლი ინფორმაციები, დიმიტრი ყიფიანის საფლავთან წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსი - „განთიადი“, ინტერესით დაათვალიერეს მოღვაწეთა საფლავები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სურვილი გამოთქვეს კვლავაც ეწვიონ პანთეონს.
გასვლით ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: თათია ნოზაძე და ნათია დარახველიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა