სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა
01-12-2024
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ვრცელდება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებზე; მაგრამ ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესიული განათლების მასწავლებელზე, რომელსაც პროფესიული განათლების ფარგლებში მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის  სტატუსის მოპოვებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესით.

4. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით.

5. ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ.

6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება