სიახლეები
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ღიმილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
17-10-2024
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ნატალია ყურმაშვილის სადამრიგებლო - I კლასის მოსწავლეებმა ღიმილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ სხვადასხვა თემატური აქტივობა გამართეს, იხალისეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მასწავლებელმა პატარა მოსწავლეებს ღიმილის საერთაშიროსი დღის შესახებ ინფორმაცია გააცნო, მათ შეკითხვებს უპასუხა და კლასში სადღესასწაულო გარემო შექმნა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა ყვითელი ბუშტი, რომელზეც ღიმილის „ემოჯი“ იყო გამოსახული. 

„დღე­სას­წა­ულს სა­ფუძ­ვე­ლი ამე­რი­კელ­მა მხატ­ვრმა, ჰარ­ვი ბელ­მა და­უ­დო. მე-20 სა­უ­კუ­ნის მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი დიდი ნი­ჭი­ე­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და რომ არა ერთი იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვა, დღეს ბელი არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბო­და.

1963 წელს ბელს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის State Mutual Life Assurance Company of America-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სთხო­ვეს, მათი კომ­პა­ნი­ის­თვის თვა­ლის­მომჭრე­ლი ლოგო შე­ექ­მნა.

ჰარ­ვის დიდ­ხანს არ უფიქ­რია, მან ყვი­თელ რგოლ­ში მომ­ღი­მა­რი შავი პირი და თვა­ლე­ბი ჩახა­ტა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ეს ლოგო „სმა­ი­ლის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. დამ­კვე­თებს მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ე­წო­ნათ და ბელს 50 აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში „სმა­ი­ლი“ მთელ აშშ-ს მო­ე­დო. მას მა­ი­სუ­რებ­ზე, კონ­ვერ­ტებ­ზე, ასან­თის კო­ლო­ფებ­სა და ღია ბა­რა­თებ­ზე გა­მო­სა­ხავ­დნენ. აშშ-ის ფოს­ტამ „სმა­ი­ლის“ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მარ­კაც გა­მო­უშ­ვა. 

ღი­მი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე პირ­ვე­ლად 1999 წელს აღ­ნიშ­ნეს. მხატ­ვარს მი­აჩ­ნდა, რომ ამ დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­დე­ბით გან­წყო­ბა­ზე უნდა იყ­ვნენ და რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ი­ღი­მონ“,- პედაგოგმა მოსწავლეებს ეს ინფორმაციაც გააცნო. 

იხილეთ ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება