სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
17-10-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან არაფორმალური განათლების პროექტებში და თავიანთ ცოდნას წარმოაჩენენ. 

ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალური თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში: VI-VII-VIII და IX-X-XI კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. მასში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა VII კლასის გუნდმა - „საოცრება“(დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე). ზედა ასაკობრივ კატეგორიაში კი XI კლასის გუნდმა - „იქსმა“ გაიმარჯვა (დამრიგებელი - ბესიკი აბრამიძე).

გამარჯვებული გუნდები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო ჩემპიონატში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შიდასასკოლო ჩემპიონატი სკოლაში კოტე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობითა და X კლასის (დამრიგებელი - ნანა მაისურაძე) მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა, რომელთა შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ლიზი ქურციკიძე, ანასტასია ქასრაშვილი, ნიკოლოზ ლომთაძე, მარიამ ჯავახიძე და ნინი გაბუნია.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება