მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი დაიწყეს.
მათ ეს მნიშვნელოვანი დღე ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა - მარიამ სიჭინავამ და კლასის დამრიგებელმა - ნინო ფეიქრიშვილმა დაუვიწყარ ზეიმად უქციეს. მათ პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზეს, პირველი ასო-ბგერები აუხსნეს, ზოგადად, ანბანის დანიშნულებაზე ესაუბრნენ და დღე გაულამაზეს.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„გილოცავთ, ჩვენო მერცხლებო, ამ მნიშვნელოვან დღეს. ულევ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. დიდი მადლობა ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელს - მარიამ სიჭინავას, კლასის დამრიგებელს - ნინო ფეიქრიშვილსა და მშობლებს, ლამაზი დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.