მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზეც აისახება.
აღსანიშნავია, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაეთ წარმატებას აღწევენ. ამჯერადაც, სკოლაში საზეიმო განწყობაა, რადგან მოსწავლეთა გუნდი ჭადრაკში, საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ პრიზიორია.
მოსწავლეებმა - ილია ერაძემ, ალექსანდრა ძინძიბაძემ, ბარბარე ლომიძემ და ალექსი ხუციშვილმა მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
პრიზიორები მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ - ნონა გაფრინდაშვილმა, განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა სახლის დირექტორმა და ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.
„ისტორიული გამარჯვება! საჩხერე, ამ შემთხვევაში როგორც რეგიონის ჩემპიონი, მთელ იმერეთს წარმოადგენდა. მოსწავლეებმა, დაძაბულ ორთაბრძოლებში, ჩვენი ქვეყნის 12 რეგიონის ჩემპიონებს შორის, საპრიზო გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს.
ვულოცავთ და მადლობას ვუხდით ამ დიდი ბედნიერების მონიჭებისთვის ჩვენს ნორჩ მოჭადრაკეებს, მათ მშობლებს, სკოლას, მის დირექტორს - ირმა კაპანაძეს, ამ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებს: ნაზი არსენაძესა და ნანა ცუხიშვილს, საჩხერის სასპორტო სკოლას (დირექტორი კახა ლაშხი), სპორტსკოლის ჭადრაკის სექციის მწვრთვნელებს: კობა გაფრინდაშვილსა და გელა მაჭარაშვილს, საჩხერელ ქომაგებს და ყველა გულშემატკივარს! ასევე განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება ჩვენგან საჩხერეში ჭადრაკის განვითარების დიდ მხარდამჭერებს: გერმანიის წლის საუკეთესო მწვრვთნელის ტიტულის სამგზის მფლობელ, ბრემენის ვერდერის საჭადრაკო კლუბის მთავარ მწვრვთნელს, საერთაშორისო ოსტატს - დავით ლობჟანიძესა და საჭადრაკო სკოლა „ლაზიერის გამბიტის“ დირექტორს, საერთაშორისო ოსტატს - მადონა ბოკუჩავას! გილოცავთ ყველას!
ეს ერთი და სხვა მრავალი!“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჭადრაკის პედაგოგი კახა სამყურაშვილი გახლავთ, რომელსაც მოსწავლეთა წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს მოსწავლეებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა