სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N1 სკოლის პედაგოგები - ქეთევან ტატანაშვილი და ნანი სალუქვაძე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
21-10-2024
-
+


15 ოქტომბერს, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლები.

მათ შორის იყვნენ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები - ქეთევან ტატანაშვილი და ნანი სალუქვაძე, რომელთა წარმატებული პროფესიული საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე პედაგოგებს დამსახურებულ ჯილდოსა და დაფასებას ულოცავს და ქეთევან ტატანაშვილსა და ნანი სალუქვაძეს პროფესიულ წარმატებას უსურვებს.

„ქეთი, (ქეთევან ტატანაშვილი) გილოცავთ, სკოლაში მოღვაწეობის მცირე დროში მოპოვებული დიდი სიყვარულის აღიარებას. 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს და დამსახურებულ ჯილდოს ასევე, ვულოცავთ მრავალი თაობის აღმზრდელ ქალბატონს ნანი სალუქვაძეს. 

 ჩვენი საამაყო ქალბატონები ბრძანდებით. კიდევ ბევრი ჯილდო და აღიარება გელოდებათ.

მადლობა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სიყვარულისა და დიდი მოტივაციისათის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება