სიახლეები
სიახლეები

3 გზა, თუ როგორ დაეხმაროთ მოზარდს მოტივაციის პოვნაში
01-11-2024
-
+


ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ზოგჯერ მოზარდებსაც უწევთ ისეთი საქმეების შესრულება, რომლის კეთების ხასიათზეც არ არიან. ასეთ დროს, არსებობს სამი ხერხი, რომლითაც მოზრდილებს შეგვიძლია მოზარდების მოტივირება:

1. შესთავაზეთ არჩევანი - სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც არჩევანი გვაქვს. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდები უფრო მოტივირებულები არიან, როცა ეძლევათ შესაძლებლობა თავად აირჩიონ, როგორ მიუდგნენ სამუშაოს შესრულებას. მაგალითად, მოუსმინეთ თქვენი მოზარდის იდეებს პრობლემების გადაწყვეტის, დავალებების შესრულების ან ახალი უნარების დასწავლის გზებზე; და როცა შესაძლებელია, თავად გადააწყვეტინეთ, თუ როდის და სად უნდა შეასრულოს ის საქმეები, რასაც სთხოვთ.


2. შეაქეთ მცდელობისთვის - გაამხნევეთ თქვენი თინეიჯერი. სწორ დროს, სწორი ფორმით შექება ხელს უწყობს მოზარდის მოტივაციის ამაღლებას. შექება უნდა იყოს გულწრფელი და უნდა მიემართებოდეს ძალისხმევას, და არა ნიჭს. მაგალითად, ფრაზები, როგორიცაა „ვხედავ, რამდენი შრომა ჩადე“, ან „ვხედავ, როგორი ყურადღება მიაქციე ამ საქმეს“, ან „შთაბეჭდილება მოახდინა შენმა სიბეჯითემ”, უფრო მეტად აამაღლებს მოტივაციას, ვიდრე „ვაუ, ძალიან ჭკვიანი ხარ“. შექება, რომელიც შეიცავს წახალისებას ზეწოლის გარეშე, ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას. მაგალითად, ფრაზა „ძალიან კარგად შეასრულე ეს საქმე“ უფრო დაეხმარება მოზარდს, ვიდრე „ძალიან კარგად შეასრულე ეს საქმე, როგორც შენგან მოველოდი“.


3. მოიფიქრეთ საინტერესო წამახალისებელი ჯილდოები - ყველას სჭირდება წახალისება, ამიტომ მოიფიქრეთ საინტერესო ჯილდოები. როგორც ჩვენ, მოზრდილებს, არ გვეხალისება ყველა საქმის შესრულება, მოზარდებისთვისაც რთულია, ყველა დავალებას თანაბარი მოტივაციით მიუდგნენ. ასეთ დროს, შეგიძლიათ შესთავაზოთ, რომ ყოველი 25 წუთიანი მეცადინეობის შემდეგ დაგეგმოს 5 წუთიანი სასიამოვნო შესვენება; ან დაგეგმონ საყვარელი საჭმლის დაგემოვნება ან მეგობრებთან დროის გატარება, როგორც კი საქმეს შეასრულებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება