მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია ბუნებისმეტყველებისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდის გამოყენებით წარიმართა.
თამაშის თემა გახლდათ - „მხიარული პლანეტები და პირველაღმომჩენები“.
მოსწავლეთა დავალება იყო აღმოეჩინათ ახალი პლანეტა. მათ აარჩიეს წინასწარ გაბერილი ბუშტი და შეეჯიბრნენ ერთმანეთს ვინ უფრო სწრაფად მოიფიქრებდა თავისი პლანეტისთვის სახელს, ასევე ვინ მეტ ადამიანს დაასახლებდა ახლადაღმოჩენილ პლანეტაზე.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბუნებისმეტყველებაში - „მზის სისტემა“ შეისწავლეს, სპორტში კი შეასრულეს თამაში - „მხიარული პლანეტები“, სადაც წარმატებისთვის აუცილებელი პირობა სისწრაფე და მოქნილობა იყო.
იხილეთ ფოტო- ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა