მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე ხშირად ხორციელდება აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ისტორიის პედაგოგ მარინე ფერაძის მიერ ჩატარებული დებატების საღამო, რომელიც „ მრგვალი მაგიდის“ ფორმატით განხორციელდა.
ღონისძიებაში სკოლის მე-9ა (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) და მე-9გ (დამრიგებელი თეა ყვავაძე) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დებატები გიორგი სააკაძის პიროვნებას მიეძღვნა.
„ერთი და იგივე მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება, ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული პოზიციების არსებობის მიზეზების ახსნა, მათი შედარება და შეფასება - ისტორიის სტანდარტის სწორედ ამ მოთხოვნების ცოდნა გამოავლინეს მოსწავლეებმა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
მოსწავლეებმა დამაჯერებლად ისაუბრეს დიდ მოურავსა და მხედართმთავარზე, მოძიებული ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, დაიცვეს საკუთარი აზრი, გიორგი სააკაძე გმირი იყო თუ მოღალატე.
„სწავლების პროცესი მაშინ არის წარმატებული, თუ ის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ეფუძნება. თემა აქტუალური აღმოჩნდა და მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ დისკუსიაში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა