სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
18-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს. 

Iკლასში ჩატარდა ქართულ ანბანთან შეხვედრის საჩვენებელი გაკვეთილი. 

ამგვარი ტიპის საჯარო  პრეზენტაციები, სასიამოვნო პროცესი და  მნიშვნელოვანი საფეხურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მსგავსი  აქტივობა ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.

პირველკლასელების საჩვენებელი გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი ნინი  კანტიძე

რატომ არის ქართული ანბანი მნიშვნელოვანი, ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა აქტივობის ფონზე.

ქართულ ანბანთან გაცნობის  საჩვენებელი გაკვეთილის გამართვა უმნიშვნელოვანესია რიგი მიზეზის გამო, რომელიც ავლენს მასწავლებლის თავდაჯერებულობას,  საკუთარი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას საგაკვეთილო პროცესში. პატარები კი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და მოტივაცია ექმნებათ წინარე ცოდნის გამოვლენის - აზრის გამოხატვის თვალსაზრისით.

ამგვარი კოლაბორაციები მოსწავლეებს ეხმარება მასალის  ღრმად შესწავლაში, სასწავლო  პროცესში აქტიურად ჩართვასა და პასუხისმგებლობის გამომუშავებაში.

სწავლების ეფექტურად შესაფასებლად, საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. 

მასწავლებელი ნინი კანტიძე დაწვრილებით აღწერს აქტივობის პერიპეტიებს: 

„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ხელში აიღებს. აიღებს, გადაშლის და თითქოს, ისევ დაიბადაო“. დღეს კი, ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც, თითქოს თავიდან დაიბადნენ, რადგან დავიწყეთ ანბანის შესწავლა. ამ აღსანიშნავ დღეს კი,  განსაკუთრებულად მოვაწყეთ საკლასო ოთახი.

ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გარდა შეძენილი ცოდნისა, დამატებით იხილეს ბიოგრაფიული ვიდეო ავტორის შესახებ. ისაუბრეს, თუ რატომ ეწოდა წიგნს დედაენა, გაიხსენეს ლეგენდა „აი იას” შექმნის შესახებ და რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექსიც მიუძღვნეს, როგორც მწერალს, ისე ამ უძვირფასეს წიგნს. 

ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, „უსუნო ყვავილი” და „ჯიუტი თხები”, რომელთა ირგვლივაც იმსჯელეს და შესაბამისი ანდაზებიც უძღვნეს.

გარდა ამისა, ჰქონდათ სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ გამოძერწეს ასოები „ა“ და „ი“, სამახსოვროდ შეინახეს „პირველი ხელნაწერი”.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება