სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა საჩვენებელი გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა 
21-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელთა შეხვედრა ანბანთან საინტერესო აქტივობებისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა. 

ბავშვებისთვის, საწყის ეტაპზე, წერა-კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა. მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი.

I კლასის დამრიგებელმა - მარი ჭიტაძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის თამაშებითა და აქტივობებით წარმოაჩინა. 

ქართულ ანბანზე ლექსების დასწავლამ სიტყვების წარმოთმასა და სწორი მეტყველების ხარისხი გამოავლინა. 

წინადადებაში ხმოვნებისა და თანხმოვნების პოზიციების განსაზღვრამ სწორად დამარცვლის პრინციპები დაასწავლა. 

ასოების პლასტილინით მოდელირებამ, ხელი შუწყო მათი ფორმის დამახსოვრებასა და წარმოსახვის უნარს.

თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით წარმოჩინდა მათი ინტერესები და შესაძლებლობები.

I კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ეს დღე ბავშვებისთვის  ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან დადგა მათთვის ასე სანატრელი, ანბანთან შეხვედრის დღე.

„მოსწავლეები გაეცნენ ანბანს. მოისმინეს ზღაპარი „ანბანეთის ამბები” ლექსებითა და ანდაზებით გაალამაზეს გაკვეთილი.

გამოძერწეს ახალი მეგობრები „ა“ და „ი“.

შექმნეს პირველი ხელნაწერი და ბოლოს უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმ „ბომბორას“, შემდეგ კი იმსჯელეს ნანახზე და მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის კითხვა და წერა“,- აღნიშნა მასწავლებელმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება