მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა როგორც მოსწავლეთა გონებრივ, ისე სულიერ განვითარებაზე ზრუნავენ.
ახლახან, გაიმართა მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა.
მამა სპირიდონ მუმლაძე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ესაუბრა სულიერ ფასეულობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გვეუბნებიან, ამგვარი საუბრები მოზარდებს ეხმარება გააცნობიერონ სულიერი ღირებულებები და ეკლესიის როლი საზოგადოებაში.
მოძღვარმა ბავშვებს განუმარტა ეკლესიის როლი და დანიშნულება. ესაუბრა თუ როგორ შეიძლება ეკლესია ადამიანს დაეხმაროს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა დასვეს აქტუალური შეკითხვები და მიიღეს პასუხები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიკეთე, სიკვდილ-სიცოცხლე, მიტევება და სიყვარული.
„ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს დიალოგის კულტურის განვითარებას, რათა მოზარდებმა მიიღონ მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ანი ბესელია წარმოადგენდა გუნდს - „ფსოუს წყალი“