მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და მინი ფეხბურთის ტურნირში იასპარეზეს.
სასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთში, გოგონებსა და ვაჟებში, 19-20 ოქტომბერს, წალკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდა.
ვაჟებს შორის სულ მონაწილეობდა 21 საფეხბურთო გუნდი, ხოლო გოგონებს შორის - 6.
საპატიო პირველი ადგილი ვაჟთა გუნდებს შორის აიღო სოფელ კოხტის საჯარო სკოლამ, ხოლო გოგონები საპრიზო მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ წარმატებებს უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას და ვუსურვებთ უშრეტ სიხარულსა და წარმატებას მომავალში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლა როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა