მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ამ დღეს, სკოლის პირველ კლასში, ღონისძიება „ანბანი მობრძანდება“ ჩატარდა, რომელსაც მასწავლებელი სირენა არქანია ხელმძღვანელობდა.
კლასი ლამაზი დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა პირველი ხელნაწერი „აი ია“ დიდი მონდომებით შეასრულეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
სკოლაში, პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა