სიახლეები
სკოლები

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ბერაძე  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა 
21-10-2024
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლისათვის საამაყოა, როდესაც მისი აღზრდილი წარმატებული მასწავლებელია და საერთაშორისო დონეზე ხდება მისი აღიარება.

ეს პედაგოგი ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე გახლავთ. ის, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. პედაგოგი პროგრამა eTwinning- ის ფარგლებში უამრავ აქტივობას ახორციელებს თავის მოსწავლეებთან ერთად, რაც ხელს უწყობს სკოლის განვითარებას.   

აღსანიშნავია, რომ პროგრამა eTwinning- ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად მასწავლებელი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს.

სემინარი „კეთილდღეობა სკოლებში“ 2024 წლის 1-5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ტოლედოში ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. 

აღნიშნული სემინარის ფარგლებში მიმდინარეობდა საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდების გაცნობა.    

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

„მჯერა, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის წარმატებას. 

გილოცავ მზეო ამ დიდ წარმატებას, კიდევ ბევრჯერ გვასახელებ და გაგვახარებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​​იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ

სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის ამ ლამაზმა ჟესტმა გულწრფელი სიხარულითა და მადლიერებით აავსო მთელი სკოლა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება