მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
სკოლას, 19 ოქტომბერს, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, წიგნისა და პრესის მუზეუმის დამაარსებელი, საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი, „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი - გიორგი კეკელიძე ესტუმრა. მან, აღნიშნული ლიტერატურა სკოლას უსასყიდლოდ გადასცა.
სტუმარმა მოსწავლეებს უსურვა წიგნიერების დონის ამაღლება და მომავალშიც თანამშრომლობის გაგრძელება.
სკოლაში, გიორგი კეკელიძესა და სასკოლო საზოგადოებას მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა გიორგი კეკელიძეს, დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გვერდით დგომისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
აღნიშნული კლასების ხელმძღვანელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნინო წალდაძე და ინგა თუმანიშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა