მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამის ნათელი დასტური მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მიღწევებია. აღსანიშნავია, ამავე სკოლის კურსდამთავრებული - საბა ქენქაძე, გეოგრაფიაში, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია.
საბა ქენქაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მას 100%-იანი გრანტი აქვს.
„ქვეყნის მასშტაბით ურთულესი საგანმანათლებლო კონკურსის სამგზის პირველობა, ნამდვილად უდიდესი წარმატებაა... კიდევ ერთხელ ვულოცავ საბას, მის ოჯახს, მშობლიურ სკოლას და ქალაქს ამ რეკორდულ შედეგს. მე კი, უბედნიერესი ვარ, საბას ამ გამარჯვებებში რომ ვმონაწილეობდი. ზუსტად ვიცი, წინ კიდევ ბევრი და დიდი გამარჯვებებით შეგვახსენებს თავს საბა ქენქაძე“,- ამბობენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა