სიახლეები
სკოლები

ტრადიციადქცეული „შემოდგომის ფესტივალი“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში  
21-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დაფუძნების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ტრადიციადქცეული „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.

„შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“, - ამ მოტივით, ღია ცის ქვეშ, გიმნაზიის სცენაზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მხატვრული შემოქმედებითი გაერთიანებები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ღონისძიებაზე ასევე, თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა სამშობლოსადმი მიძღვნილი ულამაზესი ლექსი.

უნდა აღინიშნოს, რომ გიმნაზიამ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ისგან, დაფუძნების დღისადმი მიძღვნილი, მისალოცი წერილი მიიღო. 

კონცერტის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, სტუმრებთან ერთად, დაესწრო გიმნაზიის ეზოში კლასების მიერ წარმოდენილ, ფესტივალისთვის მომზადებულ საინტერესო და სახალისო ნომრებს.

მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ცეკვები, დადგეს მოკლესიუჟეტიანი სპექტაკლები, ამ ყველაფერს კი ამშვენებდა კუთხეებისთვის დამახასიათებელი დეკორაციები და კერძები.

საზეიმო განწყობა ტორტის გაჭრისა და ბუშტების გაშვების ცერემონიამ კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება