მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს: ნინო დოლიძეს, ლუკა ოსეფაიშვილსა და ნოდარი შარაშიძეს ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკის კულტურის სახლში. მოსწავლეებს კომპიუტერები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ გადასცა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით შეეძებათ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით