მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს, ღვაწლმოსილი პედაგოგის - ომერ კვარაცხელიას წარმატებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაშტაბით 70 წელს გადაცილებული ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
სწორედ, მათ შორის იყო ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ომერ კვარაცხელია, რომელიც 1979 წლიდან ასწავლის ჯერ ულურიის არასრულ და შემდეგ ნაკიფუს N2 საჯარო სკოლაში.
სკოლა ამაყია, რომ ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწორედ ასეთი, დიდი გამოცდილებისა და დიდი ღვაწლის მქონე პედაგოგი უზიარებს ცოდნას და მათ აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა