სიახლეები
სკოლები

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გუნდი  ჟენევაში, CERN-ის ლაბორატორიას სტუმრობდა 
22-10-2024
-
+


„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს მხარს უჭერს აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში, შეძლონ თავიანთი იდეების საუკეთესოდ წარმოჩენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარესზე.

ამჯერად, სკოლის გუნდი  საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტ - STEM ოლიმპიადაში მონაწილეობდა. პირველი სეზონი დასრულდა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გუნდისთვის. 

გამარჯვებული სწორედ ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბანკის დაფინანსებით, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) ლაბორატორიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა.

STEM ოლიმპიადაში 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები საკუთარი სკოლის სახელით ასპარეზობდნენ. გუნდის მენტორი, ამავე სკოლის მასწავლებელი კი გუნდს ლიდერობას უწევდა და ეხმარებოდა მუშაობაში, მასალების დამუშავებაში, მეცადინეობასა და გუნდურობაში.

ქართულ-ამერიკულ სკოლას გამარჯვება მოუტანა - ვასილ გოგოლაძის, არჩილ ბერაიას, ვატო გოგიას, თორნიკე გაბელაიასა და ნიკოლოზ ყულოშვილისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მენტორობას მათი ფიზიკის მასწავლებელი გოგა სუქნიძე უწევდა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ, თეორიულ ტურში მონაწილეებმა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გამოავლინეს ცოდნა. ხოლო მეორე, პრაქტიკულ ტურში, საუკეთესო 10-მა გუნდმა 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის ამოცანებზე იმუშავა და ჭკვიანი სახლები შექმნა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებსა და კურსებს გადიოდნენ კომაროვის პროფესიონალებთან და STEM ექსპერტებთან ერთად.

რაც შეეხება საგანმანათლებლო ვიზიტს, მის ფარგლებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიური გამოფენა მოინახულეს, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მათთან ერთად სხვადასხვა ცდაში მიიღეს მონაწილეობა. ესტუმრნენ ჟენევის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს. ასევე მოინახულეს გაერო-ს შტაბ-ბინა და შეხვდნენ საქართველოს მისიის წარმომადგენლებს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება