მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ინტერესით დაიწყეს.
მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში კლასის დამრიგებელი - სალომე საგინაძე შეუძღვა. მან მოსწავლეებს საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა, რომელთა საშუალებითაც პატარებმა წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ განწყობას იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
„დედა ენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება, იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე“, - სწორედ იაკობ გოგებაშვილის ეს სიტყვები გასდევდა მთელ დღეს.
„გავიარეთ წინასაანბანო პერიოდი და წერა-კითხვის სწავლების დაბალანსებულ მეთოდზე გადავედით. დავიწყეთ ორი საოცარი ბგერით -„ი“ და „ა“.გილოცავთ, ჩემო გვრიტებო“,- წერს პირველი კლასის დამრიგებელი - სალომე საგინაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა