მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების უდიდეს ამაგს აფასებს და მათ შრომას პატივს სცემს.
ამის ერთ-ერთი დასტური ის აქტივობაცაა, რაც მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ ღვაწლმოსილი პედაგოგები: სულიკო ბაბილოძე, ლოლა ვასაძე, ბადრი ლომინაძე, ნინო მემარნიშვილი, ლიანა ცხომელიძე, ნელი გოგოტიშვილი და ნინო ჯაველიძე მოინახულა და მათ წინაშე ქედი მოიხარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო.
„კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! ქედი მოვიხარეთ ჩვენი სკოლის იმ ღვაწლმოსილი მასწავლებლების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში მოსწავლეთა სწავლა-აღზრდისა და მათი დაფრთიანების საქმეს ღირსეულად ემსახურებოდნენ. დიდი სიყვარულითა და სითბოთი გეფერებით! მადლობას გიხდით სკოლისა და თემის სახელით! მზეგრძელობა და ჯანის სიმრთელე მარადჟამს“,- ამბობენ სკოლაში.
იხიელთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა