მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის პირველ კლასში, ღონისძიება - „შემოდგომა მოვიდა, წითელ-ყვითელ ფერებით“ გაიმართა.
პირველკლასელებმა შემოდგომის ფერებით მორთეს თავიანთი საკლასო ოთახი. მოსწავლეებმა ასევე, მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე და ნახატების გამოფენა.
მათ წელიწადის ამ ულამაზეს დროს სიმღერები, ლექსები მიუძღვნეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“