სიახლეები
სკოლები

გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი ტოტოჩავას წარმატება ახალგაზრდულ ჰაკათონში 
23-10-2024
-
+


თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და წარმატებით ასპარეზობენ.

5-6 ოქტომბერს ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა ახალგაზრდული ჰაკათონი, რომელშიც მონაწილეობდა 15 სკოლის მოსწავლე ოზურგეთიდან.

ჰაკათონის ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და პროექტი - HydroSavers, რომელიც სხვა რეგიონულ გამარჯვებულებთან ერთად წარდგება NASA-ს ჟიურის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის წევრია გურიანთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ტოტოჩავა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს  გიორგის მორიგი დიდი წარმატებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა პროექტის - BIoChemTechSynergy, პრეზენტაცია.  ჟიურის წინაშე წარდგენილი 14 სკოლის ინოვაციურ იდეათა შორის პირველი ადგილი და სერტიფიკატი დაიმსახურა გურიანთის საჯარო სკოლის გუნდმა - „ბიო-ქიმიკოსები“, რომლის შემადგენლობაში იყო  გიორგი თანაკლასელებთან ერთად.

სკოლაში, გიორგის ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება