მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვება.
ამჯერად, ისინი „ჭიათურიბა 2024-ში“ მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონიათ, თუმცა ხელოვანი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთებით წარსდგნენ.
მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნახატები, ხელნაკეთი საყურეები, სამაჯურები და სხვა ნივთები. აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების მიზანი მხოლოდ მათი გამოფენა იყო, თუმცა დიდი მოწონების გამო, ზოგიერთი მათგანი სიმბოლურ ფასად გაიყიდა.
„სკოლა ჭიათურობაში პირველად მონაწილეობდა. დიდი მოწონება დაიმსახურა „კაცხის სვეტის" მაკეტმა როგორც მოსახლეობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. აღსანიშნავია, საქართველოს რუკა, რომელიც თითქმის ყველა მარცვლეულითაა შექმნილი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი