სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ხართ თუ არა ტოქსიკური მასწავლებელი - 5 მთავარი თვისება, რომელიც პედაგოგის იმიჯზე ცუდად აისახება
07-11-2024
-
+


მშვიდი და მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. სამსახურში მათი, როგორც პედაგოგების მთავარი საფიქრალი მოსწავლეების განათლება და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაა. 

მასწავლებელს რომ მოსწავლეების ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვთ ამაზე არავინ დავობს. მათ ისეთი უნარების აღმოჩენა შეუძლიათ, რაც ახალგაზრდების მომავალს ზოგჯერ ძირფესვიანად ცვლის. 

პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, არსებობენ ისეთი მასწავლებელები, რომლებიც სასწავლო გარემოში ტოქსიკურები არიან. მათი დამოკიდებულება შეიძლება როგორც მოსწავლეებმა, ასევე კოლეგებმაც იგრძნონ.

საკითხთან დაკავშირებით, თავის დაკვირვებას მათემატიკის კერძო მასწავლებელი -  როს ედვარდსი აზიარებს, რომელსაც პედაგოგობის 10-წლიანი გამოდცილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის სკოლაშიც მუშაობდა. როგორც ავტორი წერს, ტოქსიკურ მასწავლებლებთან შეხება ხშირად ჰქონია და მათ რამდენიმე თვისებას ასახელებს. 

შური

შეიძლება მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში შურზე საუბარი უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც პედაგოგი წერს, მან აღმოაჩინა, რომ მასწავლებელს შეიძლება მოსწავლის შურდეს. მით უმეტეს, თუ მოსწავლე უფროსკლასელია. ამის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს.

„მასწავლებლებს შეიძლება მოსწავლის გამორჩეული შესაძლებლობების ან იმის შურდეთ, რომ მათ შვილებს გარკვეულ ასპექტში აჯობებთ. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სკოლაში არაერთხელ განმიცდია. შურმა ჩვენს შორის ისეთი კედელი შექმნა, რომ მთავარი საზრუნავი არა განათლება, არამედ თვითგადარჩენაზე ზრუნვა გახდა“,- წერს როს ედვარდსი. 

მისივე თქმით, შური შეიძლება ადამიანმა ვერც იგრძნოს, მაგრამ როდესაც მისი გამოვლენა იწყება, ურთიერთობა ტოქსიკური ხდება. 

„როცა ვინმესი გვშურს, მისი წარმატება ტკივილს გვანიჭებს და მის ნაკლოვანებებზე ხაზგასმასა და კრიტიკას ვიწყებთ, რათა დავამციროთ. თუ მასწავლებელი ამას თავის მოსწავლესთან აკეთებს, ამან შეიძლება მოსწავლის პროგრესი სერიოზულად შეაფერხოს. მხოლოდ სუსტ წერტილებზე ფოკუსირებით, რომელიც გაზვიადებულია, მოსწავლე დემოტივირებული და იმედგაცრუებული ხდება“,- ვკითხულობთ ბლოგში. 

ეს გრძნობა და დამოკიდებულება მასწავლებლის საქმიანობასა და მათ ძირითად მიზნებს ეწინააღდეგება. რეალურად, პედაგოგები აღფრთოვენებულები უნდა იყვნენ, როდესაც მათი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ.   

დაცინვა

ნათელია, რომ თუ მასწავლებელი საგნის ცოდნის ან შენი პიროვნული თვისებების გამო დაგცინის, ძალიან ცუდ სამსახურს გიწევს. ამ დროს, მათი მიზანი - სწავლება სადღაც იკარგება. კარგი მასწავლებელი მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენაზე ზრუნავს, მათ თავდაჯერებულობას სძენს და არწმუნებს, რომ მიზნების მიღწევა შეუძლიათ. 

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვემხრობი, მასწავლებლები ზედმეტად კეთილგანწყობილნი იყვნენ და მოსწავლეების სუსტი წერტილები დააიგნორონ, სკოლაში დაცინვისა და დამცირების ადგილი არ არის.  დაცინვის კლასიკური კონტექსტია, როდესაც მოსწავლე რაღაცას არასწორად აკეთებს. ტოქსიკურმა მასწავლებელმა შეიძლება მასზე გაიცინოს ან დაუყვიროს“,- წერს როს ედვარდსი. 

აქ კი მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი სასწავლო მიზნებს საერთოდ არ ემსახურება. დაცინვით შეიძლება მოსწავლეში მოტივაცია მთლიანად ჩაკვდეს და კონკრეტული საგნის სწავლა აღარ მოუნდეს.

ყოველთვის უარყოფითი უკუკავშირი

ეს ტოქსიკური მასწავლებლების კიდევ ერთი თვისებაა. ისინი მოსწავლეებს უკუკავშირს მხოლოდ იმაზე სთავაზობენ, რაც არასწორად გააკეთეს და წარმატებას უგულებელყოფენ. ამ ქვევის უკან შეიძლება ცუდი მოტივაცია სულაც არ იყოს და კონკრეტულ მასწავლებელს ასეთი მიდგომა აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ყოველთვის უარყოფითზე ხაზგასმა მოსწავლეებზეც უარყოფითად აისახება. 

რასაკვირველია, აუცილებელია, რომ მასწავლებელმა იმაზე გაამახვილოს ყურადღება რაც გამოსასწორებელია, თუმცა, ამავდროულად, მოსწავლეების მოტივირებაც არ უნდა დაავიწყდეს. 

„როდესაც ყურადღებას მოსწავლეების ძლიერ მხარეებზე ამახვილებთ, თქვენ მათ თავდაჯერებულობას აძლიერებთ და სწავლის სურვილს აღუძრავთ. მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ ნეგატიურზე საუბრობს, უნებლიეთ, მოსწავლის განწყობაზე მოქმედებს. მთავარი ყოველთვის დაბალენსებაა“,- წერს პედაგოგი. 

შედეგებით შეპყრობილი

მასწავლებლები და მოსწავლეები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყონ - ისინი, ვინც პრიორიტეტს ქულებს და სერტიფიკატებს ანიჭებს და ისინი, ვისთვისაც უფრო მეტად რეალური ცოდნა და კომპეტენცია ფასობს. 

მოცემულობაა, რომ სკოლა და მოსწავლეთა მიღწევები საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი უნდა იყოს. ამაზე კი ქულები და სერტიფიკატებიც მეტყველებს. ამაში ცუდი, რასაკვირველია, არაფერია. მთავარია, რომ შედეგზე ფიქრით, მოსწავლეების შესაძლებლობები და ინტერესები არ მიიჩქმალოს. 

ამგვარი მიდგომით, მოსწავლეები ზოგჯერ, თითქოს, რობოტებად იქცევიან, რომელთაც დამოუკიდებლად აზროვნება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, მასწავლებელმა ყურადღება მოსწავლეებისთვის საკითხის ბოლომდე ახსნაზე უნდა გაამახვილოს. 

მართებული მხოლოდ მისი მეთოდები ჰგონია 

ტოქსიკური მასწავლებლების ნაწილი სხვა პედაგოგების შრომას არ აფასებს. მათ შედეგის მომცემი მხოლოდ მათი სწავლების მეთოდები ჰგონიათ და სხვის აზრს არ ისმენენ. ასეთი მასწავლებელი მოსწავლეებსაც ერთხაზოვნად ასწავლის. მაგალითად, დავალებას მისცემს და ეუბნება, რომ მისი ამოხსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ამ დროს, ის მოსწავლეებს თავისუფლად აზროვნების საშუალებას არ აძლევს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

ხელფასების ცვლილება სკოლებში - დირექტორებმა საშტატო განრიგი სამინისტრისთან უნდა შეათანხმონ 

უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის

საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა

ბავშვები დეკორაციების შექმნას შემოქმედებითად მიუდგნენ. მათი ნამუშევრები სასიამოვნო სანახავია

მსგავსი ღონისძიებები სპორტული ცხოვრების წახალისებისა და პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება