სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

როგორ სწავლობენ და ერთობიან სან დიეგოს უნივერსიტეტში - ქართველი სტუდენტის თვალით დანახული განსხვავება
13-06-2018
-
+


საქართველოში ბევრი წარმატებული სტუდენტია, რომელთა უმრავლესობა სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ახერხებენ. 

საინტერესოა მათი თვალით დანახული განსხვავება განათლების ქართულ და უცხოურ სისტემას შორის. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge წარმოგიდგენთ სტუდენტს, რომელმაც აშშ-ში, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ბიოქიმიის ამერიკულ პროგრამაზე გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა. 

კესი კაციტაძე Etaloni.ge-ს მკითხველს ამერიკული სწავლის სტილის შესახებ მოუთხრობს. 

- კესი, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობდით. რა იყო თქვენთვის პირველივე ეტაპზე მკაფიო განსხვავება საქართველოსა და აშშ-ს სასწავლებლებს შორის?

- მთავარი განსხვავება უზარმაზარი კამპუსი იყო. სან დიეგოში უნივერსიტეტის ტერიტორია პატარა ქალაქივით არის და ყველაფერს აქ იპოვით: ე.წ. დორმს (საერთო საცხოვრებელი), ბიბლიოთეკას, საკვებ ობიექტებს თუ სალექციო/ლაბორატორიის კორპუსებს, ფაკულტეტების მიხედვით. 

- რა დროს უთმობდნენ სან დიეგოელი სტუდენტები სწავლას, გართობას და სამსახურს?

- აქაც მნიშვნელოვანი განსხვავება დავინახე, რაც სწავლის მიმართ სტუდენტთა მოტივაციასა და მიდგომას უკავშირდება. ისინი სწავლაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან. შესაბამისად, ქართველი სტუდენტების ნაწილისგან განსხვავებით, ლექციების გაცდენაზე ჩასაფრებული არ არიან. პირიქით, თუ ლექტორმა რაიმე მიზეზის გამო ლექცია გააცდინა, მას საკმაოდ ცუდად ახასიათებენ და ლექციის აღდგენასაც სთხოვენ. მიიჩნევენ, რომ ეს მათი უფლებების დარღვევაა. ამის მიუხედავად, გართობის დროც ყოველთვის რჩებათ. ახერხებენ დრო სწორად გადაანაწილონ. ასეთი გარემო კი ჩემთვის საკმაოდ უცხო, საინტერესო და მოტივაციის მომცემი იყო. 

სტუდენტების უმრავლესობა სასწავლო საათების გათვალისწინებით პირველი-მეორე კურსიდანვე საქმდება. სტუდენტობა მათთვის იმ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს, როცა საკუთარი თავის სარჩენი ფული თავად უნდა გამოიმუშაონ, სარეცხი რეცხონ, სახლი ალაგონ, იმუშაონ და რაც ყველაზე მთავარია - ისწავლონ. ვისურვებდი, მსგავსი დამოკიდებულება ქართველი სტუდენტების უმრავლესობაშიც მენახა. 

- სად მუშაობენ სტუდენტები და რითი ერთობიან?

- სტუდენტები ძირითადად კამპუსის ტერიტორიაზე, ბიბლიოთეკაში, ლაბორატორიის ასისტენტად ან პროფესორის დამხმარედ მუშაობენ, ასევე-კაფე-რესტორნებსა თუ სავაჭრო ცენტრებში. მათთვის ნებისმიერი სახის სამსახური პრესტიჟულად და დიდ წარმატებად ითვლება. ნულიდან იწყებენ და თავიანთ მომავალს თვითონ ქმნიან. მყავდა მეორე კურსელი მეგობრებიც, რომლებიც pfizer-ში და სხვა წამყვან ბიოფარმაცევტულ კომპანიებში პრაქტიკას გადიოდნენ, ზოგი კი პირველი კურსიდან უნივერსიტეტის ანაზღაურებად კვლევებში იყო ჩართული. რაც შეეხება გართობას, როგორც ყველასთვის, რთული კვირის შემდეგ მათთვისაც დასვენება პარასკევი საღამოდან იწყება. ძირითადად, რაგბის თამაშებზე უყვართ სიარული, ასევე, სან დიეგოს სანაპიროზე კოცონს ანთებენ და მეგობრები იკრიბებიან ხოლმე; ლაშქრობებსა თუ ქალაქის ცენტრში მდებარე კლუბებში დადიან, ერთმანეთის სახლებშიც ხშირად იკრიბებიან. ალკოჰოლის მიღება და სხვადასხვა სახის გართობა შაბათ-კვირის აუცილებელი ატრიბუტია. 

- როგორი დამოკიდებულებაა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის?

- სტუდენტების მიმართ პროფესორებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. უშუალო და მეგობრული ატმოსფეროა და თუნდაც, ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, ჩასული უცხოელი მათთვის დისკრიმინაციის ობიექტი არასდროს ხდება. პირიქით, რამდენჯერაც ვთქვი, რომ საქართველოდან ვიყავი, იმდენჯერ დიდი ინტერესი, სითბო და აღტაცება გამოხატეს. მათთვის ყველა სტუდენტი თანაბრად მნიშვნელოვანია, ეროვნების, რელიგიის და შეხედულებების მიუხედავად. ყველას დიდ პატივს სცემენ და საჭიროების შემთხვევაში მეგობრულადაც შეუძლიათ რჩევა მოგცენ და დაგარიგონ. თუმცა შეღავათების ცნება ლექტორებისთვის სრულიად უცხოა-მეგობრული დამოკიდებულება მათთვის არასდროს არ ნიშნავს ნიშნის მომატებას, ან ნაკლებ სიმკაცრეს.

- ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე ბევრს საუბრობენ. თქვენ რა არ მოგწონთ ამ მხრივ?

- განათლების პრობლემა სკოლებიდან იწყება-არაკვალიფიციური პედაგოგებიდან, სწავლის ძველმოდური მეთოდებიდან, დისციპლინის სისტემის არარსებობიდან და ა.შ. ეს გარემო მოსწავლეებს შრომასა და სწავლას არ აჩვევს, არც-პოტენციური პროფესიის სიყვარულს; პირიქით, პროფესიის არჩევისას აბნევს, რადგან პედაგოგის არასწორი და ნეგატიური გავლენა ნებისმიერ დამალულ ტალანტს ჩრდილავს და, ხანდახან, მოსწავლეს საგანსაც კი აზიზღებს. დღევანდელ ფონს თუ შევხედავთ, სკოლის მოსწავლეები უფრო იმას სწავლობენ, რომ გართობა და დროს ტარება ყველგან შეიძლება და სწავლასა და გართობას შორის მათთვის საზღვარი არ არსებობს. მსგავსი მიდგომით ადამიანს შრომას ვერ შეაჩვევ, შრომის გარეშე კი ვერც იმ საფეხურამდე მივა, რომ დასაქმდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს. სწორედ ამიტომ გვყავს საქართველოში იმ მოზარდთა და ზრდასრულთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა, რომლებიც მშობლების კისერზე ცხოვრობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველა პედაგოგს, მოსწავლეს და ოჯახს არ ეხება. უბრალოდ, თუ გვინდა უნივერსიტეტების დონეზე ცვლილებებს აზრი ჰქონდეს, ჯერ სკოლებშია საჭირო ძირეული ცვლილებები.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება