მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
1-ელ კლასში, დამრიგებელმა - მაკა ჯიქიძემ საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ანბანის შემობრძანება ჯადოსნურ სამყაროში“ ჩაატარა.
„ამ დღეს პატარების კლასში „შემობრძანდა“ ქართული ანბანი, თავისი 33 ასო-ბგერით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პირველკლასელებმა ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემოქმედს - იაკობ გოგებაშვილს. მათ ასევე, გაიხსენეს ლექსები „დედაენაზე“, „ლუჯთვალა იაზე“ და ყურადღებით უყურეს საბავშვო მულტფილმს - „ბომბორა“.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებს ეს შთამბეჭდავი დღე მიულოცა სკოლის დირექტორმა - ნინო ჯოჯუამ და წარმატებები, წინსვლა უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი