სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითი გუნდი „იაკამი“ ფოლკლორულ ფესტივალზე დაჯილოვდა
24-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წარმატებით მუშაობს შემოქმედებითი გუნდი - „იაკამი“. მისი წევრები დიდი მონდომებით ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის შემოქმედებითი გუნდი „იაკამი“ თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ, სადაც მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა საზეიმო ვითარებაში. 

ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში და სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე ლიდერობს. 

შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს, ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.

სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ, გუნდის წევრებს მიულოცა დამსახურებული წარმატება და დააჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით. 

ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს.

ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეებს ჯილდო მიულოცა და განაცხადა, რომ თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება