სიახლეები
სკოლები

მესტიის N1 სკოლის წარმატებული მოსწავლე დღეს ადგილობრივ რესურსცენტრს ხელმძღვანელობს - „წარმატებას ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“
24-10-2024
-
+


დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლას არაერთი ღირესული თაობა აღუზრდია, სწორედ იმ მოტივით, რომ ოდესღაც თითოეული მათგანი სამშობლოს თავინთი პროფესიონალიზმით ემსახურება. ამის ნათელი მაგალითია მარიამ ჯაფარიძე, რომელიც დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს ხელმძღვანელობს.  

სკოლა ამაყია, რომ ის მესტიის N1 საჯარო სკოლის კედლებში აღიზარდა, მიიღო განათლება, ცოდნა უმაღლეს სასწავლებლებში განიმტკიცა და დღეს მშობლიურ მხარეს, განსწავლული და პროფესიონალი დაუბრუნდა. 

„გასაოცარი სილამაზის გოგონა დააბიჯებდა ჩვენი სკოლის კედლებში, გასაოცარი ნიჭის სიყვარულისა და გამორჩეული თვისებების მქონე, მასში კეთილშობილებასთან ერთად შერწყმული გახლდათ უდიდესი კდემამოსილება და პატივისცემა მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ... მას ჩვენმა პედაგოგებმა შესაფერისი, საალერსო სახელიც მოუძებნეს: „პატარა პოლიტიკოსი“, - ამ სიტყვებით ახასიათებენ რესურსცენტრის ხელმძღვანელს მშობლიურ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მან ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პოლიტიკის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა; მუშაობდა საქარველოს ეროვნულ მუზეუმში, შემდეგ კი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ცენტრალური აპარატის უფროსად 2022 წლიდან 2024 წლის აგვისტომდე.

დღეს კი, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა, როგორც სკოლაში გვიყვებიან დაიწყო ზრუნვა მუნიციპალიტეტში არსებულ თითოეულ სკოლაზე, შეისწავლა მათი საჭიროებანი თითოეული სკოლის პრობლემა, განაახლა მშობლებთან და პედაგოგიურ საზოგადოებასთან ურთიერთობა.

„ჩვენი სკოლის პედაგოგიური საზოგადოების სახელით წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ მარიამ ჯაფარიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში და წინსვლას უსურვებენ საამაყო კურსდამთავრებულს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება