სიახლეები
სკოლები

ეშტიის N1 სკოლაში გამართულ შთამბეჭდავ ღონისძიებაში თორიის, უჩმანის, ყაურმის, ეშტიის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
24-10-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო თუ შემეცნებით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, მწერალ ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადებიდან 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ეშტიის N1 და N2, თორიის, უჩმანისა და ყაურმის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ჩატარების ადგილი სიმბოლურად შეირჩა - ვიქტორ ჰოვსეფიანი სწორედ ამ სკოლაში ასწავლიდა სომხურ ენას/ლიტერატურას და გერმანულს. 

ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა. მოსწავლეებმა დასაწყისში პოეტის საბავშვო ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები როგორც ქართულად, ასევე სომხურად, ხოლო მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა 4 სოფლის - ეშტიის, თორიის, უჩმანისა და ყაურმის სკოლების მოსწავლეებს შორის. 

ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება