სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N45 საკარო სკოლაში მედიაწიგნიერების კლუბი წარმატებით მუშაობს
24-10-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს მედიაწიგნიერების კლუბი, რომლის მიზანია ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების მხარდაჭერა მედიაწიგნიერების უნარების გასაუმჯობესებლად.

კლუბში ჩართული არიან როგორც ქართული, ისე ჟესტური ენის მასწავლებლები. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება ჟესტური ენა და ვიზუალური ინფორმაციაა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვნად ართულებს ინფორმაციის სწორად აღქმის, გადამოწმებისა და კრიტიკული ანალიზის პროცესს. ამ გამოწვევების საპასუხოდ, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რთული თემებისა და კონცეფციების სწავლება მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვიზუალური სასწავლო რესურსების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და სიმულაციების გამოყენებას, რადგან ისინი რეალურ სიტუაციებს ასახავენ. 

საკლუბო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებზე:

როგორ ამოიცნონ პოლიტიკური მესიჯები და როგორ გამოიყენონ კრიტიკული აზროვნება, რათა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები;

რა ნიშნებით შეიძლება ამოიცნონ დეზინფორმაცია და როგორ დაიცვან თავი ცრუ ინფორმაციით მანიპულირებისაგან; მათ ერთობლივად შექმნეს ვიდეორგოლი, რომელშიც აღწერეს დეზინფორმაციის ძირითადი მახასიათებლები;

ისწავლეს, როგორ განასხვავონ ობიექტური ფაქტები სუბიექტური მოსაზრებებისგან;

საკვლევი კითხვების გამოყენებით  გაანალიზეს სხვადასხვა ტიპის მედიატექსტი და ა.შ.

„მედიაწიგნიერება მართლაც მნიშვნელოვანი კომპეტენციაა თანამედროვე სამყაროში. ის არა მხოლოდ ინფორმაციების მოძიებასა და სანდოობას განსაზღვრავს, არამედ ეხმარება ადამიანებს კრიტიკულად გააანალიზონ ინფორმაცია და  დაიცვან თავი მანიპულაციებისაგან“,- დასძენენ სკოლაში და კლუბის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
სიახლეები
საზოგადოება