მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N108 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, რომლებიც პროფესიონალი მასწავლებლების ხელმძღვანელობით მრავალ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, მე-10დ მოსწავლეები - ლიზი ბენდიანიშვილი, ბარბარე ბეციაშვილი, ანა ლომიტაშვილი, ანი ლობჯანიძე და ქრისტინე ლობჯანიძე, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეების წარმატება განსაკუთრებით ახარებთ, კლასის დამრიგებელს მაია თურმანიძეს, რომელიც ამაყობს მათი მიღწევით და ემოციური სიტყვით ულოცავს მათ.
„გილოცავთ ჩემო წარმატებულო მოსწავლეებო!
ჩემთვის სიამაყის საფუძველია, რომ თქვენ განათლებით, წესიერებით და კეთილგონიერებით გამოირჩევით. თქვენ ხართ თაობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალს. წინ მიზნებისა და მისწრაფებების ასასრულებლად!
უდიდესი პატივისცემა და მადლიერება 10დ კლასის მასწავლებლებს. დაწყებითი კლასის მასწავლებელს სოფო ბაქუზანაშვილს. დირექციას, ქალბატონ მაია მღვდელაძე ს,ქალბატონ ნინო არობელიძეს,ქალბატონ თამარ გალეგაშვილს. დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ მათგანს ჩემი მოსწავლეების ცოდნის გადაცემისა და გამოცდილების გაზიარებაში“, - აღნიშნავს პედგაოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ