მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებასა და მათთვის იმ დიდი და მძიმე გზის გაზიარებას, რაც ერმა დღემდე მოსასვლელად განვლო.
სწორედ ამ მოტივით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი - „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია...“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია აფხაზეთის გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. შექმნეს ნოველები აფხაზეთის თემაზე, დაამზადეს პოსტერები, ცეკვითა და სიმღერით გამოხატეს პატივისცემა აფხაზური კულტურის მიმართ.
მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს და გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან