მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამიტომ, იქ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშები დილიდან დაშვებული იყო. წუთიერი დუმილის შემდეგ, მოსწავლეებს უახლოესი წარსულის შესახებ ისტორიის მასწავლებელი - ბექნუ ლიპარტელიანი ესაუბრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის მომზადებასა და ინფორმაციის მოძიებაში მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ანანო ბაქრაძე ეხმარებოდა. ღონისძიებას კი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ბაია ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივები დასახეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან