სიახლეები
სკოლები

„კლასში გვაქვს სპეციალური ყუთები, სადაც ბავშვების ტელეფონებს გამორთულ მდგომარეობაში ვინახავთ“ - ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კახა გიორხელიძე
24-10-2024
-
+


მობილური ტელეფონები განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მიუხედავად უამრავი დადებითისა, ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა მოზარდები ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანაში გაჯეტების გამოყენება სკოლებში აიკრძალა. ჩვენთან კი საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ნაწილი ფიქრობს, რომ მობილური ტელეფონები ბავშვებს ყურადღებას უფანტავს, სწორედ ამიტომ, საერთოდ უნდა აიკრძალოს სკოლებში, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ინფორმაციის მოძიების მხრივ ტელეფონების გამოყენება საკლასო ოთახში ცუდი საერთოდაც არაა.

საინტერესოა ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სკოლებში?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge-ს საკუთარი მოსაზრება და გამოცდილება გაუზიარა  ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორმა კახა გიორხელიძემ. მისი თქმით, მობილურებს, უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითიც აქვს. მშობლებს შეუძლიათ სკოლაში ბავშვების მდგომარეობა გაიგონ და ამიტომ, აკრძალვას არ ემხრობა, თუმცა საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჩვენ საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენებას ვკრძალავთ. კლასში გვაქვს სპეციალური ყუთები, სადაც ბავშვების ტელეფონებს გამორთულ მდგომარეობაში დამრიგებლები ათავსებენ. დასვენების დროს კი, თუ სჭირდებათ ბავშვებს მშობლებთან დარეკვა, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ. სრულად აკრძალვას სწორად არ მივიჩნევ, რადგან შეიძლება ბავშვი ავად იყოს და მშობელი დაინტერესდებს მისი მდგომარეობით“, - აღნიშნა დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება