მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 360 გრადუსიანი თვითშეფასების გზამკვლევის განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თვითშეფასების გზამკვლევის სამუშაო ვერსია, რომელზეც მოწვეულები იყვნენ საპილოტე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომელთა მხრიდან მიღებული იქნა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილებები გზამკვლევის სამუშაო ვერსიაში.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების სისტემა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებს თავად დაადგინონ საკუთარი საჭიროებები და იმოქმედონ მათ დასაძლევად.
ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სასწავლებლების ავტონომიურობას და დამოუკიდებლად ადამიანური და ინფრასტურუქტრული რესურსების განვითარებაზე ზრუნვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.