მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 24 ოქტომბრის N1372658 ბრძანების (ბრძანება) საფუძველზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით კონკურსის ვადები გახანგრძლივდა.
კონკურსში მონაწილეობისთვის, დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილნი არიან განაცხადები წარმოადგინონ ცენტრის ელექტრონული ფოსტის - jobs@eqe.ge - მეშვეობით 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.
საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ცენტრისთვის განცხადებით მიმართვაზე უფლებამოსილი დაინტერესებული პირია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
· ავტობიოგრაფია (CV);
· ცნობა სამუშაო ადგილიდან;
· უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
· ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
· კანდიდატის წერილობითი თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (დანართი)
საკოორდინაციო საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე