მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ესტონეთში გამართულ eTwinning-ის სემინარში „საკლასო ოთახიდან საზოგადოებამდე: მასწავლებელთა აღჭურვა მოქალაქეობრივი განათლებისთვის“ საქართველოდან 3 მასწავლებელი მონაწილეობდა.
სემინარს ესწრებოდა ევროპის 44 ქვეყნიდან 100 მასწავლებელი, მათ შორის საქართველოდან თეა ლომიძე (სსიპ ქალაქ ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლა), ნათია ქათამაძე (ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა) და ცოტნე გვაჯაია (სსიპ ქალაქ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა). სემინარი ემსახურებოდა მოქალაქეობრივი როლისა და მნიშვნელობის გააზრებას, ევროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლებასა და მათ დანერგვას სწავლა- სწავლების პროცესში.
სემინარი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო პრაქტიკული ვორკშოფებით. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საპროექტო იდეები, ერთობლივად შეემუშავებინათ გეგმა და დაესახათ პროექტის განხორციელების გზები. პირისპირ კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამშრომლობით და მულტიკულტურული სასწავლო გარემოს შექმნაში. პროექტების ერთობლივად დაგეგმვა და აზრთა გაზიარება ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და პროექტის წარმატებით განხორციელებას, რაც თავისთავად გულისხმობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და დაინტერესებას სასწავლო პროექტების მიმართ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.