სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
28-10-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, მეორე კლასში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის იუბილეს, მასწავლებლის ეროვნული დღეს და ქართული საბავშვო წიგნის დღეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საგანგებოდ მიიწვიეს პირველკლასელები და სასკოლო ბაღის აღსაზრედელები.

მეორეკლასელებმა, თანმიმდევრობით მოირგეს მასწავლებლის როლი, გაეცნენ გოგებაშვილის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას, მოწვეულ სტუმრებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ნახატებით გააცოცხლეს მისი შემოქმედება, ნახეს მულტიფიკაციური ფილმი - „თაგვი და ლომი“, ისაუბრეს მადლიერებაზე და მეგობრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიწურულს, მოსწავლეებმა დამსწრე მასწავლებლებს გადასცეს მისალოცი ბარათები, ხოლო თავად წიგნებით დაასაჩუქრეს. პირველკლასელებმა (დამრიგებელი: ნატალია სახოკია)  მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს მასწავლებლებს, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.

კლასის დამრიგებელი ნათია კოკაია გახლავთ, ქართული ენის მასწავლებელი და ამ ღონისძიების ორგანიზატორი კი,  თეონა მიქავა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება