სიახლეები
სკოლები

თბილისის N10 სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით ყოფილ გერმანულ სოფელს სტუმრობდნენ
28-10-2024
-
+


თბილისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰგავს. 

შთამბეჭდავია სკოლის მოსწავლეთა გერმანული ენის გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ასურეთში, ყოფილ გერმანულ სოფელ - ელიზაბედტალში ვიზიტს გულისხმობდა. 

200-ზე მეტი წლის წინ ამ სოფელში გერმანელების 1 400 ოჯახი ჩამოასახლეს, რომელთა ცხოვრების მნიშვნელოვანი კვალი ასურეთში ისევ შემორჩენილია. 

მოსწავლეებმა გერმანელების მიერ აშენებული სახლები დაათვალიერეს და მათ კულტურას, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს გაეცნენ. 

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო, შემეცნებითი და ამასთან, თავშესაქცევი აღმოჩნდა, ბავშვები ასურეთიდან ახალი ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გასვლით გაკვეთილს პედაგოგი ლანა ზირაქაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება