მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია, პედაგოგ ლეილა თვალაბეიშვილის გაკვეთილი, სადაც მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრბა „ხაზარულა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს.
გაკვეთილის შესახებ თავად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება და ნოდარ დუმბაძის სიტყვები მოჰყავს.
„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი!“
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით იმუშავეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობაზე - „ხაზარულა“. ამოიწერეს ადგილები, რომლებიც ახალისებს მკითხველს და იუმორის საუკეთესო ნიმუშებია.
გადმოცეს ხაზარულას განცდები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „თუ ადამიანი შეძლებს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, საკუთარ თავში უღირსზე - ეს დიდი გამარჯვებაა და ასეთი ადამიანი ... ყურადღების, ხოლო ზოგჯერ მიბაძვის ღირსია“,- გვეუბნება პედაგოგი და ახარებს, მოსწავლეთა შემართება, შემოქმედებითობა და სწავლის ჟინი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ