მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ეკა სიმსივემ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები, საზეიმო ვითარებაში, საჩუქრად გადასცა.
ლეპტოპები გადაეცათ X1 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ი.ბალახაშვილი): ნინი თევდორაძეს, თათია წიკლაურს, ნინო გიგინეიშვილს და თიკა ზირაქიშვილს, ასევე X2 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი მ.მიქაძე): ნინო ბუთხუზს, დანიელა გადილიას, ნატალი მოსიაშვილს, თამარ ლეკიაშვილს, ქრისტინე კოტაშვილს, ვახტანგ წულაიას, გიორგი ხაჩიძეს, დაჩი დონაძესა და ნიკოლოზ ბაქრაძეს.
თბილისის N62 საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს.
„ამ წარმატებას ასევე ვულოცავთ გამარჯვებული მოსწავლეების ოჯახებსა და მათ მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ქართლის ბედზე სასაუბროდ მიიწვიეს სასკოლო საზოგადოების წევრები
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება