მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასის მოსწავლეებს - ნინო მუმლაძეს, ნინუცა მუმლაძეს, მარიამ თოფურიას, გიორგი მარტიაშვილსა და თედო ჟიჟიაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ჩვენ ათოსნებს საზეიმოდ გადავეცით ნოუთბუქები, უამრავი წარმატება ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას