მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა.
ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ზურა ზედგინიძემ (მე-8 კლასი) და ნინი ზედგინიძემ (მე-7 კლასი) „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.
მოსწავლეთა საგნის მასწავლებლები არიან ლინა ხუბუა და ინეზა ალანია, რომელთაც მოსწავლეთა წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“ - სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში, მოსწავლეებს ოლიმპიადაში მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ