მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და ასე მიულოცეს მათ პროფესიული დღე.
ეს დღე სკოლის დირექტორმა - გოჩა ზურაბაშვილმა მიულოცა პედაგოგებს და მათ წარმატებები უსურვა.
„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის დღეს! წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღზრდილიყოს ჩვენს ქვეყანაში!“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან