სიახლეები
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლეს
29-10-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცხოვრების ჯანსაღი წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა, რომლის ორგანიზატორებიც ქეთევან ნადირაშვილი და თამილა ნადირაშვილი იყვნენ. პროექტში სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, 60 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს - გიორგი სარდალაშვილს უმასპინძლეს. მოსწავლეები დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ ჩემპიონს და მისგან საინტერესო რჩევები სიამოვნებით მოისმინეს.

გარდა ამისა, ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრზე მოპოვებული გამარჯვება მოსწავლე ნიკოლოზ მუშტარაულს მისი კლასის დამრიგებელმა - ლალი მეხრიშვილმა და სრულიად სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და არაფორმალური განათლების გზით, მათი ცნობიერების ამაღლება იყო.

სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა გიორგი სარდალაშვილსა და ნიკოლოზ მუშტარაულს სამახსოვროდ მადლობის სიგელები გადასცა. 

„ეს განსაკუთრებული ღონისძიება წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა სამთაწყაროს საჯარო სკოლის საზოგადოებაში და კიდევ უფრო გააღვივა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი სიყვარული.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და უსურვებს კიდევ მრავალი აქტივობის განხორციელებას. ასევე, მადლობას უხდის გიორგის, სტუმრობისა და მოსწავლეთათვის დაუვიწყარი დღის ჩუქებისათვის და წარმატებას უსურვებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება