მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში საზეიმო ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა, რომელიც პოზიტიურ გარემოში წარიმართა.
პირველი კლასის მოსწავლეები პედაგოგის დაგეგმილ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ვცადე, საზეიმო განწყობა შემექმნა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბავშვებისთვის“,- აღნიშნა პედაგოგმა ინგა პეტრიაშვილმა.
ეს დღე მოსწავლეებისთვის ნამდვილად დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყო.
„მართლაც, დაუვიწყარი დღე იყო. გაკვეთილზე გამოყენებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები. პატარების ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაკარგული ასო-ბგერები იების ნახატებში აღმოაჩინეს, სიხარულით გააფერადეს და დაფაზე გამოაკრეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ